ჩვენს შესახებ დაფინანსებული პროექტები კონსულტაცია კონსულტაცია
საერთაშორისო განათლების
საკონსულტაციო ცენტრი
სამოქალაქო განათლებისა და
ინოვაციის ცენტრი
ღია სკოლების ქსელის
ჩამოყალიბება და განვითარება აჭარაში
  ››  სამოქალაქო განათლებისა და ინოვაციის ცენტრი
 
სამოქალაქო განათლებისა და ინოვაციის ცენტრი 2004 წელს ჩამოყალიბდა იგი მიზნად ისახავს საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას სტუდენტებზე, მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ორიენტირებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და განვითარების გზით.

კარლ პოპერის, პოლიტიკური, საპარლამენტო დებატებისა და გაეროს მოდელირების კლუბები აჭარის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს ღიად განიხილონ საზოგადოებაში არსებული აქტუალური პრობლემები. დებატები მოსწავლეებსა და სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი აზრის გამოხატვისა და სხვისი აზრის მიმართ ტოლერანტული მიდგომის ჩამოყალიბების კარგად გამოცდილი ხერხია. დებატების საშუალებით ახალგაზრდები ხვდებიან, რომ თავისუფალი დისკუსია მნიშვნელოვანი ელემენტია ღია და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისათვის. ისინი შეისწავლიან აზრის დასაბუთებას დამაჯერებელი არგუმენტების განვითარებისა და წარმოდგენის გზით.

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები დებატ კლუბების ჩამოყალიბებასა და ტურნირებისა და ბანაკების ორგანიზებას გულისხმობს.

კანონიერების კულტურის
პროგრამით გათვალისწინებული 30 პედაგოგის ნაცვლად, ოთხდღიანი ტრეინინგების კურსი გაიარა აჭარის საშუალო სკოლების 40 მასწავლებელმა. მათი შერჩევა განაცხადების საფუძველზე მოხდა.
პროგრამის მიზანი მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და კრიმინალისა და კორუფციის საშიშროებაზე ცოდნის გაღრმავებაა. კანონიერების კულტურის პროგრამა ასევე მიზნად ისახავს სტუდენტებსა და მოსწავლეებს მისცეს საშუალება შეისწავლონ კანონიერი საზოგადოების ფორმირებისათვის საჭირო მთავარი ინგრედიენტები, ჩამოიყალიბონ უარყოფითი დამოკიდებულება კორუფციის მიმართ და გაეზარდოთ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის დამყარებისადმი ინტერესი.

მედია კლუბი
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს საგანამათლებლო პროგრამებსა და ადგილობრივ მედია საშუალებებთან თანამშრომლობას მათი პროფესიული დონის ამაღლებისა და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.

iEARN (ინტერნეტი სკოლაში) - საერთაშორისო განათლებისა და სარესურსო ქსელის პროგრამა არის გლობალური ქსელი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ინტერნეტისა და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ჩაერთონ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებიც აღრმავებენ ცოდნას და ნერგავენ სიახლეებს ჩვენს საზოგადოებაში და მსოფლიოში. პროგრამა სტუდენტებს გლობალურ საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალებას აძლევს.
ამ მიზნით სამოქალაქო განათლებისა და ინოვაციების ცენტრma აჭარის 15 საშუალო სკოლაში ჩამოაყალიბა iEARN კლუბები პედაგოგების გადამზადების გზით

ინტერაქტიული თეატრი+დებატები მიზნად ისახავს ინტერაქტიული თეატრის მეთოდების გამოყენებას დებატ შეხვედრებში. ეს პროგრამა იყენებს თეატრს ღია დისკუსიების წარმართვისა და მონაწილეთა გააქტიურების მიზნით.
პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება თეატრალური კლუბი, სადაც შერჩეული სტუდენტები შეისწავლიან ინტერაქტიული თეატრის მეთოდებს. ეს კლუბი იფუნქციონირებს დებატ კლუბების ბაზაზე. ინტერაქტირული თეატრი+დებატების ჩვენებები მოეწყობა და დაინერგება 12 სკოლასა და 3 უმაღლეს სასწავლებელში. ყოველ სკოლაში ნაჩვენები იქნება ოთხი სხვადასხვა წარმოდგენა.

კითხვა და წერა კრიტიკული აზროვნებისთვის პროგრამის მიზანია სწავლებისა და სწავლის იმ მეთოდების გავრცელება, რომლებიც:

  • ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლის აქტიური და ინტერაქტიული მეთოდების პრომოციას
  • დანერგავს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას
  • დანერგავს შეფასების ალტერნატიულ მეთოდებასა და მოდელებს
  • განავითარებს პრობლემათა გადაწყვეტის უნარ-ჩვევებს
  • გაზრდის მოტივაციას სწავლასა და სწავლებაში

 

პროგრამები ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების ხელშეწყობით:

"საგანმანათლებლო დებატების ასოციაცია"
"საქართველოს გაეროს ასოციაცია"
ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება"

დონორი ორგანიზაციები:

აშშ საელჩო საქართველოში
და
კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო


  OSGF Batumi Branch
Copyright © 2004-2005 - All rights Reserved.
Visitors:
12143  
Created By K.Mekvabishvili
Hosted By GRENA.GE