ჩვენს შესახებ დაფინანსებული პროექტები კონსულტაცია კონსულტაცია
საერთაშორისო განათლების
საკონსულტაციო ცენტრი
სამოქალაქო განათლებისა და
ინოვაციის ცენტრი
ღია სკოლების ქსელის
ჩამოყალიბება და განვითარება აჭარაში
  ››  საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი

საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის, ბათუმის ფილიალი 1998 წელს ჩამოყალიბდა. მისი მთვარი მიზანია სტუდენტებს, მკვლევარებს, ლექტორ-მასწავლებლებსა და დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაციას სოროსის სტიპენდიებზე, და დაფინანსების სხვა წყაროებზე, ამერიკულ და ევროოპულ უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცედურებზე, სხვადასხვა გრძელ და მოკლევადიან პროგრამებზე, საზაფხულო სკოლებზე.

ამ მიზნით სწავლის გაგრძელების მსურველთ ვთავაზობთ:

  • ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს
  • კურსებს სტანდარტულ ტესტებში
  • საკვირაო კინო და კითხცის კლუბებს
  • ბიბლიოთეკის რესურსებს: სტანდარტული ტესტები (TOEFL, GMAT, GRE, SAT), უნივერსიტეტების კატალოგები, სტიპენდიები და დაფინანსების წყაროები, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარების პროცედურები და სხვა
  • გასვლით კონსულტაციებსა და ღია კარის დღეებს

 

საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრში პირველად აჭარაში გაიხსნა უფასო ინტერნეტ კლასი. 1999-2003 წლებში ინტერნეტ კლასი კვირაში 150 მომხმარებელს ემსახურებოდა. ყოველწლიურად 230 სტუდენტი, მკვლევარი და ლექტორ-მასწავლებელი გადიოდა ასევე უფასო კომპიუტერულ კურსებს.


ბიბლიოთეკა ღიაა 9-დან 6-ს საათამდე ორშაბათიდან პარასკების ჩათვლით.
კონსულტაციის საათებია: ორშაბათი 11 საათი, სამშაბათი 4 საათი

 

 

 

 

  OSGF Batumi Branch
Copyright © 2004-2005 - All rights Reserved.
Visitors:
12143  
Created By K.Mekvabishvili
Hosted By GRENA.GE