|
ევროკომისიის
"ევროპული ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის"
არის მცირე გრანტების პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს ადამიანის უფლებების
დაცვის და დემოკრატიის პოპულარიზაციას ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში.
ამ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ოთხი ორგანიზაციის კოალიცია განახორციელებს
18-თვიან პროექტს - "ღია სკოლების ქსელის ჩამოყალიბება
და განვითარება აჭარაში".
მისია
- სკოლაში მართვის დემოკრატიული,
ღია, სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებისა და შესაბამისი მოდელების
დანერგვას
- მშობლების ჩართვას სკოლის მართვასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
- განათლების რეფორმის მხარდაჭერას
სკოლების მმართველობითი ფორმის დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციის
ხელშეწყობის სახით.
მეთოდოლოგია
ქ. ბათუმში და ქობულეთისა და ხელვაჩაურის
რაიონებში ექვსი საშუალო სკოლა შეირჩა. თითოეულ მათგანში ჩატარდა კვლევა
არსებული სიტუაციის შესასწავლად. ამჯერად შერჩეული ადმინისტრაციის
წარმომადგენლები, მასწავლებლები და მშობლები გადიან ტრეინინგებსა და
შუალედურ კონსულტაციებს ხუთი ციკლის სახით:
(1) სკოლის მართვა - რეფორმა და განვითარება;
(2) ფინანსური მენეჯმენტი
(3) სკოლა-ოჯახი-საზოგადოება;
(4) განათლების სისტემის დემოკრატიზაცია, ზოგადი განათლების სისტემის
ტიპიური წესდება და სამეურვეო საბჭოს არჩევნები;
(5)ანტიკორუფციული კურსი მშობლებთა და მასწავლებელთათვის.
ახორციელებს
ოთხი ორგანიზაციისაგან შემდგარი კოალიციის :
წამყვანი ორგანიზაცია: ასოციაცია
"სკოლა - ოჯახი - საზოგადოება"
პარტნიორი ორგანიზაციები:
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ბათუმის განყოფილება
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ბათუმის ფილიალი
"ქალთა და ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის აჭარის რეგიონალური კომიტეტი"
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით;
თბილისში: ნანა მონიავას
ან ნინო ჯუბუტს
ბათუმში: ნათია ანდღულაძეს
ან დავით ღვალაძეს
|





|