ჩვენს შესახებ დაფინანსებული პროექტები კონსულტაცია კონსულტაცია
საერთაშორისო განათლების
საკონსულტაციო ცენტრი
სამოქალაქო განათლებისა და
ინოვაციის ცენტრი
ღია სკოლების ქსელის
ჩამოყალიბება და განვითარება აჭარაში
  ››   07 ოქტომბერი 2005 / "საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი"


ერთწლიანი პროგრამა ამერიკის უმაღლეს სკოლებში (15 აპრილი)

Academic year Program in America

ამერიკის უმაღლეს სკოლებში ერთწლიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
. 15დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს
. საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრებით
. ინგლისური ენის სწავლების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილებით

პროგრამაში მონაწილეობის მასაღებად საჭიროა:
. აპლიკაცია ფოტოსურათით
. სკოლის ბოლო სამი წლის ნიშნების ასლი და მისი ოფიციალური თარგმანი ინგლისურ ენაზე
. ერთი რეკომენდაციის წერილი ინგლისური ენის მასწავლებლისაგან
. ინგლისურის ენის ტესტის ქულები
. ექიმის მიერ შევსებული ჯამრთელობის და იმუნიზაციის ფორმა (აპლიკაციაში) თანდართული თარგმანით


სასწავლო პროგრამა იწყება წელიწადში ორჯერ: აგვისტო-სექტემბერში და მთავრდება დეკემბრის ბოლოს და იანვრის შუა რიცხვებიდან მაისი-ივნისის ბოლომდე.
. ათთვიანი (აგვისტო-ივნისი) და ხუთთვიანი (აგვისტო-იანვარი), აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 15 აპრილი.
. ხუთთვიანი (იანვარი-ივნისი) აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი.


სწავლის ღირებულებაა: ერთი აკადემიური წელი - 4,990 ამერიკული დოლარი და აკადემიური სემესტრი - 4,190 ამერიკული დოლარი. ეს თანხა მოიცავს პროგრამაში მონაწილეობის, საცხოვრებელის, საკვების, ყოველდღიური ტრანსპორტის საფასურს, სამედიცინო დაზღვევას და აგენტის საკომისიო
1000 ამერიკულ დოლლარს.
ამ თანხაში არ შედის მგზავრობის თანხა (ბილეთის საფასური), ჯიბის ფული და ბანკის მომსახურება.



Dდამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი
თბილისი, ჭოველიძის 10, Oოთახი 102
საკონტაქტო ტელეფონის ნომრები 25 26 15 ან 25 04 63

ან მიმართეთ ფონდის რეგიონალურ ოფისებს ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და ახალციხეში

უკან დაბრუნება
 
  OSGF Batumi Branch
Copyright © 2004-2005 - All rights Reserved.
Visitors:
12143  
Created By K.Mekvabishvili
Hosted By GRENA.GE