ჩვენს შესახებ დაფინანსებული პროექტები კონსულტაცია კონსულტაცია
საერთაშორისო განათლების
საკონსულტაციო ცენტრი
სამოქალაქო განათლებისა და
ინოვაციის ცენტრი
ღია სკოლების ქსელის
ჩამოყალიბება და განვითარება აჭარაში
  ››   14 ოქტომბერი 2005 / "საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი"


OXFORD COLLEGES HOSPITALITY SCHEME (deadline – November 4)

1 APRIL 2006 – 31 MARCH 2007

ოქსფორდის უნივერსიტეტი ღია საზოგადოების ინსტიტუტთან და ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად იწვევს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს ოქსფორდის კოლეჯების სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა გთავაზობთ სტაჟირებას ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კოლეჯში ერთი თვის ვადით (ძირითადად ზაფხულის პერიოდში).


პროგრამის მონაწილეები, როგორც წესი, უნდა იყვნენ უნივერსიტეტის პედაგოგები ან კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები 26 წლის ზემოთ, რომელთაც აქვთ საკანდიდატო ან სადოქტორო ხარისხი და სურთ იმუშაონ ოქსფორდის ბიბლიოთეკებში და კონსულტაციები მიიღონ იქაურ სპეციალისტებთან ოქსფორდის უნივერსიტეტში არსებულ ნებისმიერ დარგში.
დამატებითი ინფორმაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებსაიტზე ( http://www.ox.ac.uk/ ) ან ქ. თბილისის საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრში ქვემოთ აღნიშნულ მისამართზე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კარგად უნდა ფლობდენენ ინგლისურ ენას.

პრიორიტეტები მიენიჭებათ მათ, ვინც მუშაობს ისეთ პროექტზე, როგორიცაა წიგნი ან ახალი სალექციო კურსი. აგრეთვე მათ, ვისაც აქამდე არ ჰქონია უცხოეთში ყოფნის და სწავლის საშუალება.

ის აპლიკანტები, რომლებიც ორ თვეზე მეტი ხნის ვადით ნამყოფნი არიან ან გეგმავენ გამგზავრებას უცხოეთში 2004 წლის 1 აპრილიდან ოქსფორდში გამგზავრების სავარაუდო თარიღამდე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2005 წლის 4 ნოემბერი.

საგანაცხადო ფორმებისათვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:

ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"
საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი
თბილისი, ჭოველიძის 10, ოთახი 102.
საკონტაქტო ტელეფონი 25 26 15

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 15:00 საათზე.

ბათუმში ინდივიდუალური კონსულტაციები კონკურსთან დაკავშირებით ჩატარდება ყოველდღე 5 საათზე
ჯგუფური კონსულტაციები აპლიკაციის შევსებასა და ტესტებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამშაბათს 11 საათზე, ოთხშაბათს 16 საათზე

უკან დაბრუნება
 
  OSGF Batumi Branch
Copyright © 2004-2005 - All rights Reserved.
Visitors:
12143  
Created By K.Mekvabishvili
Hosted By GRENA.GE