წარმოდგენილი ფოტონამუშევარი უნდა ასახავდეს 2004 - 2005 წლებში საქართველოში მომხდარი
სტიქიურ უბედურებათა შედეგებს, დაზარალებულთა მდგომარეობას.
კონკურსში გამარჯვებული სამი საუკეთესო ფოტოს ავტორი დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით:
I ადგილი - 500ლარი
II ადგილი - 300 ლარი
III ადგილი - 200 ლარი
კონკურსში შერჩეული 35 საუკეთესო ფოტოს გამოფენა მოეწყობა ბათუმის ხელოვნების
მუზეუმში. ფონდი იტოვებს კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოიყენების უფლებას.
კონკურსის პირობები:
კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ასევე
მოყვარულებს. ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. ფოტონამუშევარზე
არ უნდა იყოს მითითებული ავტორის ვინაობა. კონვერტს, რომელშიც მოთავსებული იქნება
ფოტონამუშევარი, თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: ავტორის ვინაობა, სამუშაო
ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები უნდა გამოაგზავნონ ფონდ `ღია საზოგადოება
- საქართვლოს~ ერთ-ერთ ოფისში შემდეგ მისამართებზე:
თბილისი: ჭოველიძის 10ა, ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს"
ოფისი
ბათუმი: ნინოშვილი 23 ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს"
ბათუმის განყოფილება
ქუთაისი: წერეთლის 13, ქელბაქიანის სახელობის სამართლის ინსტიტუტი,
I სართული, საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის ქუთაისის განყოფილება
ახალციხე: რუსთაველის ქ. №91, IV სართული; თსუ მესხეთის ფილიალი,
საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის ახალციხის განყოფილება
თელავი: ქართული უნივერსიტეტის ქ. №1, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
V სართული; საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის თელავის განყოფილება
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2005 წლის 25 ნოემბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: nino@osgf.ge,
nino_inaishvili@osgf.ge