ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სარესურსო ცენტრი და ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” აცხადებენ კონკურსს ახალი სალექციო კურსების შესაქმნელად(25 ნოემბერი)
კონკურსის მიზანია ახალი, ინოვაციური (შინაარსით, მეთოდოლოგიით) კურსების შექმნა, ინტერდისციპლინარული და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება სხვადასხვა ქვეყნებისა და რეგიონების მეცნიერებს შორის.
პროგრამა დააფინანსებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ განაცხადებს.
განმცხადებლებმა უნდა შექმნან და დანერგონ ერთ ან ორ სემესტრიანი კურსი ქვემოთ ჩამოთვლილ დისციპლინებში:
1. სოფლის განვითარების პოლიტიკა
2. სამართალმცოდნეობა
3. ანთროპოლოგია
4. გარემოსდაცვითი მეცნიერებები
5. პოლიტიკური მეცნიერებები
ა. ადამიანის უფლებები
ბ. დემოკრატიის თეორია
6. გენდერი და სახელმწიფო
7. მაკროეკონომიკა
8. ისტორია
ა. ისტორიოგრაფიის ისტორია მეოცე საუკუნეში
ბ. იმპერიების, რეგიონების და ერების ისტორიის გადახედვა
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
9. ბოშებთან დაკავშირებული კურსები
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც ასწავლიან ან აპირებენ სწავლებას რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2005 წლის 25 ნოემბერი
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”-ს ოფისს, ჭოველიძის ქ. 10, ტელ. 25 04 63.
ან ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებ გვერდს http://www.ceu.hu/crc/cdc/
|