ჩვენს შესახებ დაფინანსებული პროექტები კონსულტაცია კონსულტაცია
საერთაშორისო განათლების
საკონსულტაციო ცენტრი
სამოქალაქო განათლებისა და
ინოვაციის ცენტრი
ღია სკოლების ქსელის
ჩამოყალიბება და განვითარება აჭარაში
  ››   14 ნოემბერი 2005 / "საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი"


დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო და ოქსფორდის უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურს სტიპენდიების მოსაპოვებლად ოქსფორდის უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობისთვის (25 ნოემბერი)

აცხადებენ კონკურს სტიპენდიების მოსაპოვებლად ოქსფორდის უნივერსიტეტის შემდეგ პროგრამებში მონაწილეობისათვის:

1. ცხრა თვიანი სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია დოქტორის ხარისხის მაძიებელთათვის ოქსფორდის უნივერსიტეტში (2006 წლის ოქტომბერი - 2007 ივნისი) (ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერები, ან გარემოს დაცვა )
2. ერთწლიანი მაგისტრატურა ოქსფორდის უნივერსიტეტში. (მაგისტრატურაში წარსადგენად საჭიროა ორი სახის აპლიკაცია: 1) სტიპენდიის მოსაპოვებლად. ბოლო ვადა: 25 ბოემბერი, 2005. 2) ოქსფორდის უნივერსიტეტის მიმღებ კომისიაში გასაგზავნი. ბოლო ვადა: 20 იანვარი, 2005.
3. სამ თვიანი სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია სოციალურ სწავლებებში სახელმწიფო მოხელეებისათვის.
4. თორმეტთვიანი სტიპენდია პოლიტიკური ფილოსოფიის მაგისტრატურაში სასწავლებლად იორკის უნივერსიტეტში (2006 წლის სექტემბერი - 2007 წლის სექტემბერი).

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ საქართველოში მცხონრები 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები

  • ჰქონდეთ დამთავრებული ბაკალავრიატი, ან იღებდნენ შესაბამის დიპლომს არა უგვიანეს 2006 წლის სექტემბრისა.

  • კონკურსის ფარგლებში საჭირაო ინგლისური ენის ტესტის ( IELTS ან TOEFL ) ჩაბარება.
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებსაც არ ჰქონიათ უცხოეთში ყოფნის და სწავლის საშუალება
  • № 3 კონკურსში მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება.
  • № 1 კონკურში მონაწილეები უნდა სწავლობდნენ ასპირანტურაში ან მუშაობდნენ თავიანთ სადოქტორო ნაშრომზე, ან ასწავლიდნენ უმაღლეს სასწავლებელში


  • დამატებითი ინფორმაციისა და საგანაცხადო ფორმებისათვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:

    ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"
    საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი
    თბილისი, ჭოველიძის 10, ოთახი 102.
    საკონტაქტო ტელეფონი 25 26 15, 25 04 63

    ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ორშაბათს და ოთხშაბათს
    15:00 საათზე.

    განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2005 წლის 25 ნოემბერი

    უკან დაბრუნება
     
      OSGF Batumi Branch
    Copyright © 2004-2005 - All rights Reserved.
    Visitors:
    12143  
    Created By K.Mekvabishvili
    Hosted By GRENA.GE