ჩვენს შესახებ დაფინანსებული პროექტები კონსულტაცია კონსულტაცია
საერთაშორისო განათლების
საკონსულტაციო ცენტრი
სამოქალაქო განათლებისა და
ინოვაციის ცენტრი
ღია სკოლების ქსელის
ჩამოყალიბება და განვითარება აჭარაში
  ››   23 მარტი 2006 / "საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი"


ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი” და ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ნიუ-იორკი) დამატებითი სტიპენდიების კონკურსს

ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი” და ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ნიუ-იორკი) აცხადებს

დამატებითი სტიპენდიების კონკურსს
>URL

პროგრამის მიზანია საშუალება მისცეს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში სადოქტორო ხარისხის (Ph.D) მაძიებლებს მოიპოვონ დამატებითი ფინანსური დახმარება.
პროგრამა დააფინანსებს განმცხადებლებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ დასავლეთ ევროპის, შუა/ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აზიის, ავსტრალიის და ამერიკის შეერთებულ შტატების უნივერსიტეტებში.
სტიპენდიაზე განცხადების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან სადოქტორო პროგრამაზე (Ph.D).
განმცხადებლებს სტიპენდიების მოთხოვნა შეუძლიათ შემდეგ შემთხვევებში:
1. სწავლების გადასახადი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანხის 50%.
2. საცხოვრებელი თანხა - განმცხადებლებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლების თანხა დაფინასების სხვა წყაროებიდან უფლება აქვთ მოითხოვონ ცხოვრებისა და ბინის თანხები.
3. სხვადასხვა – განმცხადებლებს, რომლებმაც მოიპოვეს ყველა საჭირო დაფინანსება, გარდა მგზავრობის, წიგნების, ჯანმრთელობის დაზღვევისა უფლება აქვთ მოითხოვონ დაფინანსება ზემოაღნიშნული პუნქტების დასაფინანსებლად

განაცხადების მიღების ბოლო ვადებია:
აშშ, აზია, ავსტრალია - 1 აპრილი, 2006 წელი
დასავლეთი ევროპა და შუა/ახლო აღმოსავლეთი – 1 ივნისი, 2006 წელი

დაწვრილებითი ინფორმაციისა და კონსულტაციებისათვის მიმართეთ ფონდ “საერთაშორისო განათლების ცენტრს”: თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. 10. ტელ: 25 26 15.





უკან დაბრუნება
 
  OSGF Batumi Branch
Copyright © 2004-2005 - All rights Reserved.
Visitors:
12143  
Created By K.Mekvabishvili
Hosted By GRENA.GE