CAMBRIDGE COLLEGES HOSPITALITY SCHEME, APRIL 2006 – MARCH 2007
კემბრიჯის უნივერსიტეტი ღია საზოგადოების ინსტიტუტთან და ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად იწვევს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს კემრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა გთავაზობთ სტაჟირებას კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კოლეჯში ერთი თვის ვადით ძირითადად ზაფხულის პერიოდში (ივლისი-სექტემბერი)
პროგრამის მონაწილეები, როგორც წესი, უნდა იყვნენ უნივერსიტეტის პედაგოგები ან კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები, რომელთაც აქვთ საკანდიდატო ან სადოქტორო ხარისხი და სურთ იმუშაონ კემრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში და კონსულტაციები მიიღონ და სამეცნიერო და აკადემიური კავშირები დაამყარონ იქაურ სპეციალისტებთან კემბრიჯის უნივერსიტეტში არსებულ ნებისმიერ დარგში.
უპირატესობა მიენიჭება მათ, ვისაც უკვე გააჩნია კონტაქტები შესაბამის ადგილობრივ დეპარტამენტთან ან კოლეგასთან.
დამატებითი ინფორმაცია კემბრიჯის უნივერსიტეტის დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებსაიტზე ( www.cam.ac.uk )
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კარგად უნდა ფლობდენენ ინგლისურ ენას.
ის აპლიკანტები, რომლებიც ორ თვეზე მეტი ხნის ვადით ნამყოფნი არიან ან გეგმავენ გამგზავრებას უცხოეთში 2004 წლის 1 აპრილიდან კემბრიჯში გამგზავრების სავარაუდო თარიღამდე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2006 წლის 10 აპრილი.
საგანაცხადო ფორმებისათვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:
E-Mail natia_andguladze@osgf.ge
|